saqarTvelos qedebi - iaRlujis qedi
სერი ქვემო ქართლში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ვაკესა და მდინარე ალგეთის ქვემო დინების ხეობას შორის. სიგრძე 17 კმ, სიგანე 11 კმ. აბსოლუტური სიმაღლე 788 მ. აგებულია სინკლინურად გაღუნული ნეოგენური მოლასური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების შრეებით. მოკლებულია მუდმივ მდინარეულ ჩამონადენს. შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. იაღლუჯის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს ჰკვეთს თბილის-ყაზახის გზატკეცილი.